1.პროექტის სახელწოდება: “დედამიწა ხვალ“ (Die Welt von Morgen).
2.პროექტის მთავარი იდეა: დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივი მოვლენების და კატასტროფების შესწავლა ქართულ და გერმანულ ენებზე.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან საკითხებს, რომელიც ეხება დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს, მათ ცვლილებებს, შეეცდებიან თავად ეძებონ გზები ( რაც მათზეა დამოკიდებული) არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, თავს იგრძნობენ მსოფლიო საზოგადოებრიობის წევრად და გაითავისებენ გლობალურ პრობლემებს.
4. პროექტის მიზნები:
ა) მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ დედამიწაზე მიმდინარე და მომავალში შესაძლო ბუნებრივი მოვლენები, შექმნან ცხრილი მომავლის ვარაუდების შესახებ– „პოზიტიური მოვლენები – ნეგატიური მოვლენები“. (ქართულ და გერმანულ ენებზე)
დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა მოიმატებს |
გ) დააკვირდნენ თავიანთ ქმედებებს და შეავსონ დაკვირვების ცხრილი თუ როგორ გავლენას ახდენენ თავად გარემოზე. შექმნან, თავად შეავსონ და დაურიგონ სკოლის მოსწავლეებს თვითდაკვირვების ცხრილი თუ როგორზეგავლენას ახდენენ გარემოზე დადებითს თუ უარყოფითს.ცხრილის სახელწოდება – „მწვანე ნაკვალევი –– შავი ნაკვალევი“. (ქართულ და გერმანულ ენებზე).
დ) შეიქმნება პრეზენტაცია და ნამუშევრები განთავსდება ინტერნეტში.
5. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე
7. მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან საკითხებს, რომელიც ეხება დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს, მათ ცვლილებებს, შეეცდებიან თავად ეძებონ გზები (რაც მათზეა დამოკიდებული) არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, თავს იგრძნობენ მსოფლიო საზოგადოებრიობის წევრად და გაითავისებენ გლობალურ პრობლემებს.
ცხრილი – „პოზიტიური ნეგატიური“, პლაკატი გამაფრთხილებელი ნიშნებითა და მოწოდებებით, თვითდაკვირვების ცხრილი „მწვანე ნაკვალევი – შავი ნაკვალევი“. ცხრილები და პლაკატები გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილზე.
ინტერნეტში განთავსებული პრეზენტაცია.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, სახელმძღვანელოები, თაბახის და ფორმატის ფურცლები, მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) მოსწავლეები შეისწავლიან თემას ინერნეტ რესურსებსა და სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით და შექმნიან ცხრილს „პოზიტიური– ნეგატიური“.
ბ) სახელმძღვანელოებსა და ინტერნეთ მასალებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ გამაფრთხილებელი მოწოდებებისა და ნიშნების პლაკატს .
გ) მოსწავლეები იმუშავებენ ბუნებაში (სოფლის ტერიტორიაზე) გადაიღებენ სურათებს დაბინძურებულ და მოვლილ ტერიტორიებზე. შექმნიან თვითდაკვირვების ცხრილს „მწვანე ნაკვალევი – შავი ნაკვალევი“.
შექმნილი პროდუქტები ქართულ და გერმანულ ენებზე გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილზე, პრეზენტაცია განთავსდება ინტერნეტში.
10. სამუშაო ენა: ქართული და გერმანული ენები.
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: გერმანული და ქართული ენები, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტი.
12: პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფიქრია მუსერიძე.
13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fmuseridze@gmail.com.
14: პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი: http://fmuseridze.blogspot.com
No comments:
Post a Comment